Wednesday, January 15, 2014

სადამ ჰუსეინი

სადამ ჰუსეინი

  

სადამ ჰუსეინ აბდ ალ-მეჯიდ ალ-ტიკრიტი (არაბ. صدام حسين عبد المجيد التكريتي‎‎; დ. 28 აპრილი 1937, ტიკრიტი, ერაყი - გ. 30 დეკემბერი 2006, ბაღდადი, ერაყი) — ერაყის პრეზიდენტი 1979-2003 წლებში.

სადამ ჰუსეინი დაიბადა მეცხვარის ოჯახში, პატარა სოფელ ალავიაში, რომელიც მდებარეობს 13 კილომეტრში ტიკრიტიდან. მისი სახელი არაბულიდან დაახლოებით ითარგმნება, როგორც "წინააღმდგომი". მამამისი მის დაბადებამდე ექვსი თვით ადრე დაიკარგა. მალევე კიბოსგან მისი 13 წლის ძმაც დაიღუპა. ამის შემდეგ სადამი იზრდებოდა დედის ძმასთან.
დედა ხელმეორედ დაქორწინდა, საიდანაც სადამს სამი ნახევარძმა შეეძინა. მამინაცვალი - იბრაჰიმ ალ-ჰასსანი ცუდად ექცეოდა. 10 წლის ასაკში სადამმა დატოვა ოჯახი და დაბრუნდა ბაღდათში ბიძასთან. მისი მომავალი მეუღლის მამა იყო მორწმუნე სუნიტი მუსლიმანი, ასევე 1941 წლის ინგლისი ერაყის ომის ვეტერანი. მოგვიანებით მისი ნათსავები ტიკრიტიდან მისი უახლოესი მრჩევლები გახდნენ. ბიძამისის დახმარებით დაამთავრა სკოლა ბაღდათში. სკოლის შემდეგ სამი წელი სწავლობდა ერაყის იურიდიულ სასწავლებელში, რომელიც მიატოვა 1957 წელს, 20 წლის ასაკში, რათა შეერთებოდა რევოლუცურ მოძრაობას. ამ პერიოდში ის მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად.
  სადამ ჰუსეინის სისხლით დაწერილი ყურანი
  ერაყელმა პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტეს, რა მოუხერხონ ყურანს, რომელიც დამხობილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის სისხლით არის დაწერილი.

1990-იან წლების ბოლოს სადამ ჰუსეინი ორი წლის განმავლობაში წიგნის ხელნაწერზე მედდასა და ისლამური კალიგრაფიის ოსტატთან ერთად რეგულარულად "მუშაობდა". მედდა მას სისხლს უღებდა - ყურანის დაწერას სულ 27 ლიტრი სისხლი დასჭირდა. კალიგრაფი ამ სისხლით ყურანს წერდა. კოალიციური შეიარაღებული ძალების მიერ ბაღდადის აღების შემდეგ, წიგნი ბაღდადის ერთ-ერთ მეჩეთში სამმაგი საკეტით ინახება.

ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა იმ მეჩეთის საცავში შესვლა შეძლო, რომელსაც

სადამმა "ყველა ბრძოლის დედა" უწოდა. "ის, რაც აქ ინახება, გადაჭარბების გარეშე ფასდაუდებელია, მილიონობით დოლარი ღირს", - განუცხადა ჟურნალისტს ერაყის სუნიტური საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ახმედ ალ-სამარაიმ.

"შიიტების მიერ მართულ რეჟიმს ნებისმიერი სიმბოლოს დაბრუნების ეშინია, რომელსაც აფეთქებებისა და მკვლელობების ორგანიზატორთა შორის აჟიოტაჟის გამოწვევა შეუძლია", - ნათქვამია სტატიაში.

სუნიტები კი ხელისუფლების უკმაყოფილებასა და ალაჰის რისხვას უფრთხიან: შეიხ სამარაის თქმით, ყურანის სისხლით დაწერა ისლამით აკრძალულია. წიგნი სამმაგ საკეტში ინახება: ერთი გასაღები სამარაის აქვს, მეორე პოლიციის უფროსს, მესამე კი ბაღდადის ერთ-ერთ რაიონშია. საცავში მნახველის შეშვება მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/msoplio/29846-sadam-khuseinis-siskhlith-datserili-yurani-erayis-politikur-problemad-iqca.html#ixzz2qTxdjUzL
 სად გაქრა სადამ ჰუსეინის მილიარდები 
სად გაქრა სადამ ჰუსეინის მილიარდები
    დიქტატორი სადამ ჰუსეინი სასამართლოს წინაშე წარსდგა. 2006 წლის 30 დეკემბერს მას ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში ბაღდადის ციხეში მოიყვანეს.



2003 წლის 18 მარტის ღამეს, ერაყში ამერიკელთა შეჭრამდე

ორი

დღით

ადრე

ბაღდადის ცენტრალურ ბანკთან ორი სატვირთო ავტომობილი გაჩერდა. ერთ-ერთში იჯდა ქვეყნის პრეზიდენტის ვაჟი კუსეი ჰუსეინი და მისი დაცვა. მან ბანკირებს მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის მანქანებში ჩატვირთვა უბრძანა. ისინიც ულაპარაკოდ დამორჩილდნენ და სატვირთოებში ჩამოდნები ჩაალაგეს, რომლებშიც მთლიანობაში 900 მილიონი დოლარი და 100 მილიონი ევრო იდო.



ანალოგიური რამ მოხდა ერაყის სხვა მსხვილ ქალაქებში. სადამ ჰუსეინის პირადი ბრძანებით ნაღდი ფულისა და ოქროს ამოღება ოპერატიულად განხორციელდა. სავარაუდოდ, სულ 5 მილიარდ დოლარზე მეტი იქნა გატანილი. ერთი დღით ადრე კი სადამის ნდობით აღჭურვილმა პირებმა ფული შვეიცარიის, ნიდერლანდებისა და ლიბანის ბანკების ანგარიშებიდან გაიტანეს. ერაყის პრეზიდენტი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, მაგრამ მისი ფული თვალის დახამხამებაში გაქრა.



სად და როგორ აორთქლდა ჰუსეინის ფული 21-ე საუკუნის მთავარ საიდუმლოდ ითვლება. როცა ამერიკელებმა სადამი დააკვეს, ად-დაურში მდებარე მის სამალავში მხოლოდ 750 ათასი დოლარი აღმოაჩინეს. არადა, მისი ქონება სულ მცირე 40 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. აქედან, მარტო შვეიცარიის ბანკებში არსებულ ანგარიშებზე 6 მილიარდი ირიცხებოდა. სხვა წყაროები კიდევ უფრო შორს მიდიან და აცხადებენ, რომ დიქტატორი 100 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კაპიტალს ფლობდა. ანუ, იგი უფრო მდიდარი იყო, ვიდრე ბილ გეითსი და ბრუნეის სულთანი ერთად აღებული. 



აღსანიშნავია რომ სადამს „დანაზოგი“ ჰქონდა, როგორც ნაღდი ფულისა, აქციებისა და

უძრავი ქონების, ასევე ოქროს და პლატინის ზოდების, გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ალმასის სახით.



კაცმა რომ თქვას, გასაკვირი არაფერია. ჰუსეინის ოჯახი ხომ ერაყული ნავთობის ექსპორტს აკონტროლებდა და დიდძალ შემოსავალს იღებდა. გარდა ამისა, ერაყში მომუშავე ნებისმიერი უცხოური კომპანია სადამის ვაჟებს უდეის და კუსეის „ბაზარზე შესვლის“ ნებართვისათვის 100 ათას

დოლარს და შემდეგ მოგების 3 პროცენტს უხდიდა. ამასთან, ჰუსეინის ოჯახი პირად შემოსავალს იღებდა ქვეყნიდან თამბაქოს ნაწარმის, ფორთოხლის და ა.შ. ექსპორტიდან. თუ გავითვალისწინებთ, რომ სადამი ერაყის სათავეში 1968 წლის გადატრიალების შემდეგ მოვიდა და ქვეყანას 35 წელი მართავდა, მართლაც დიდძალ კაპიტალს დააგროვებდა. იმდენს, რომ რომან აბრამოვიჩის მოსამსახურედ დაქირავებას შეძლებდა.



ცხადია, სანამ სიკვდილით დასჯიდნენ, სადამი არაერთხელ დაკითხეს მისი კაპიტალის ადგილ-სამყოფელის შესახებ, მაგრამ ეგრეც ვერაფერი დააცდევინეს. არსებობს ორი მთავარი მოსაზრება. ერთს იორდანიაში მივყავართ, სადაც დიქტატორის გოგონა რაგადი და პირველი ცოლი საჯიდა მეფის პირად სტუმრებად ითვლებიან და მდიდრულ ვილაში ცხოვრობენ. მართალია, ინტერპოლმა მათი დაკავების ორდერი გასცა, მაგრამ ეს არავის ანაღვლებს. არსებობს მოსაზრება, რომ მათ უსაფრთხოება დიდძალ თანხად იყიდეს.



როგორც ცნობილია, სადამის ორი ვაჟი უდეი და კუსეი 2003 წლის 22 ივლისს მოსულში ამერიკულმა სპეცდანაყოფმა გაანადგურა. მესამე, უმცროსი ვაჟი, 27 წლის ალი ჰუსეინი და დედამისი, სადამის მეორე ცოლი სამირა შახბანდერი კარგა ხანს იძებნებოდნენ. არადა, სამირა ოჯახის ხაზინადარად ითვლებოდა. როგორც ცნობილია, სადამ ჰუსეინს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც ისრაელის დაზვერვამ დააფიქსირა მისგან ბეირუთში მყოფი სამირასადმი სატელეფონო ზარი. მაგრამ დედა-შვილის კვალს მაინც ვერ მიაგნეს.



კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით კი ჰუსეინის მილიარდები რუსეთში გადაიქაჩა. მართალია ეს ასეა

თუ

არა,

დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ ბევრი თვლის, რომ სწორედ სადამის ფულის დამსახურებაა მოსკოვში არსებული სამშენებლო ბუმი.

ჰიტლერი

 ადოლფ ჰიტლერი

ადოლფ ჰიტლერი (გერმ. Adolf Hitler (Schilkgruber)) [ნამდვილი გვარი შიკლგრუბერი (დ. 20 აპრილი 1889, ბრაუნაუ, ავსტრია – გ. 30 აპრილი 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის 29 ივლისიდან იყო „ნსდაპ“-ის პარტიული ხელმძღვანელი, 1933 წლის 31 იანვრიდან ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, 1934 წლის 2 აგვისტოდან გერმანიის ფიურერი (გერმ. Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.
   

ადრეული წლები

თავის წარმომავლობას ჰიტლერი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში საიდუმლოდ ინახავდა. „მათ (პოლიტიკურმა მოწინააღმდგეებმა) ეს არ უნდა იცოდნენ საიდან მოვდივარ მე და როგორი ოჯახის შვილი ვარ“ - ამბობდა ის. დიოლერსჰაიმი და შტრონესი, თავისი მშობლების სოფლები ავსტრიის ვალდფირტელში, მან 1938 წლის ზაფხულში ავსტრიის ანშლუსის შემდეგ დააცლევინა, მიწასთან გაასწორა და ამ ადგილზე სამხედრო პოლიგონი გაამართვინა. კროკო, კერშაუ და ჰიტლერის სხვა ბიოგრაფები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ჰიტლერი ბურუსით მოცული და ინცესტით დამძიმებული წარმომავლობაა. თვით ჰიტლერის ვარიანტი საკუტარი წარმომავლობის შესახებ, რომელიც მან «მაინ კამპფში» გადმოგვცა ნაკლებად სარწმუნო წყაროა.

წარმომავლობა


ალოის ჰიტლერი
ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ინის ბრაუნაუში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა - კლარა (დაბ. პიოლცლი) ალოისის ბიძაშვილისშვილი, (ვერსია „ჰიდლერი“-ის მიხედვით) ან ნახევარ-დისშვილი (ვერსია „ჰიუტლერი“) იყო. ადოლფი მშობლების მეოთხე შვილი. ალოის ჰიტლერის 6 შვილიდან მხოლოდ ადოლფმა და პაულამ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკამდე. გარდა ამისა ალოის ჰიტლერს 2 უკანონო შვილი ჰყავდა - ალოის უმცროსი და ანგელა.
«მაინ კამპფში» ჰიტლერი მამას ახასიათებს, როგორც ტირანს. თუმც არცერთი სხვა წყარო იმას არ ადასტურებს რომ ალოისი იმაზე მეტი მკაცრი მამა ყოფილიყო, ვიდრე ეს მაშინდელ დროში მიღებული იყო. ერთადერთი რამ ადოლფ ჰიტლერს მამამისში მოსწონდა იყო ის ფაქტი, რომ 1876 წელს 40 წლის ასაკში ანა მარია შიკლგრუბერის უკანონო ვაჟმა ალოისმა გვარი შეიცვალა და ამიერიდან ჰიტლერად იწოდებოდა. ეს მოხდა ალოისის დედის და სავარაუდო მამის იოჰან გეორგ ჰიდლერის სიკვდილის შემდეგ. ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებაში იოჰან გეორგის ძმამ ნეპომუკმა იოაჰან გეორგ ჰიდლერი, ანა მარია შიკლგრუბერის გვიანდელი ქმარი ალოისის მამად აღიარა, თუმც თვით იოჰან გეორგი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უარყოფდა თავისი გერის, ალოის შიკლგრუბერის მამობას.
ასე რომ ადოლფ ჰიტლერმა დაზუსტებით არ იცოდა თუ ვინ იყო მისი ბაბუა. ეს ფაქტი XX საუკუნის 20-იან წლებში საკმაოდ პიკანტური თემა იყო რასისტული იდეოლოგიის პროპაგანდისტებისათვის. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დაუფარავად ამბობდნენ, რომ «ნსდაპ»-ის ფიურერს ებრაელი და ჩეხი წინაპრები ჰყავდა. ეს მოსაზრება, როგორც შემდგომში დადასტურდა საფუძველს მოკლებული უნდა იყოს, თუმც არც ამის არ არსებობა იქნა საბოლოოდ დამტკიცებული. თვითონ ჰიტლერისათვის ეს ყოველივე საკმარისი საბაბი იყო თავისი წარმომავლობა საიდუმლოდ შეენახა.

ბავშვობა


ჰიტლერი სკოლაში
ალოის ჰიტლერის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს ინის ბრაუნაუდან პასაუში, ლამბახიდან ლეონდინგში და საბოლოოდ ლინცში დაემკვიდრა. საერო სკოლებში, რომლებშიც პატარა ადოლფი სწავლობდა, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. მაგრამ ლინცის რეალურ სასწავლებელში იგი სიზარმაცის გამო 1900 წელს კლასში ჩატოვებულ იქნა.
მოგვიანებით ჰიტლერი თავის ამ სიზარმაცეს მამის მიმართ პროტესტით ამართლებდა, რომელსაც სურდა ადოლფსაც სახელმწიფო მოხელის სამსახური დაეწყო. ჰიტლერს თვითონ სურდა მხატვარი გამოსულიყო. რაც შეეხება „პროტესტს“, ეს ვერსია ნაკლებად დასაჯერებელია, რადგან ჰიტლერის მამა 1903 წელს გარდაიცვალა, როცა ადოლფი ჯერ კიდევ 13 წლის იყო და მამის სიკვდილის შემდეგაც ადოლფს სკოლაში უკეთესად არ უსწავლია. 16 წლის ასაკში ჰიტლერმა სკოლა მიატოვა და ვენაში წავიდა სამხატვრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.

წლები ვენასა და მიუნხენში


კლარა ჰიტლერი
1905 წლიდან ჰიტლერი ობლებისათვის განკუთვნილ პენსიითა და დედის ფინანსური დახმარებით უზრუნველ ცხოვრებას ეწეოდა. 1907 და 1908 წლებში იგი ორჯერ ჩაიჭრა ვენის ხელოვნების აკადამიაში მისაღები გამოცდების ჩაბარებისას და ამის შემდეგ არავითარ პროფესიული განათლების მიღებაზე არ უზრუნვია. 1907 წლის 21 დეკემბერს მკერდის კიბოს დაავადებით გარდაიცვალა ჰიტლერის დედა, კლარა.
1909 წელს, 20 წლის ასაკში ჰიტლერი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პირველად გაეცნო კიდეც ცნობილი რასისიტის და ანტისემიტის იორგ ლანც ფონ ლიბენფელსის ფსევდომეცნიერულ და ნეორელიგიურ ნაშრომებს. იგი მოხიბლული იყო საყოველთაო გერმანული მოძრაობის ლიდერის რაინდ გეორგ ფონ შიონერერის და ქ. ვენის ბურგომისტრის კარლ ლუეგერის პოლიტიკური მსოფლმხედველობით. ჰიტლერის მანია “არიული რასის” უპირატესობის შესახებ ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო. მიუხედავად პოლიტიკისადმი მისი დიდი ინტერესისა ახალგაზრდა ადოლფ მეორე უფრო დიდი ჰობი ჰქონდა. მისი მაშინდელი მეგობრის აუგუსტ კუბიცეკის მიხედვით იგი ტოტალურად გატაცებული იყო რიხარდ ვაგნერის ოპერებით.
ხელოვნების აკადემიაში მისაღები გამოცდების ხელმეორედ ჩაბარებისას ჩაჭრის შემდეგ ჰიტლერი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა და 1909 წელს იძულებული გახდა უსახლკაროთა თავშესაფარში, ხოლო 1910 წლიდან მამაკაცთა საერთო საცხოვრებელში ეცხოვრა. ამ პერიოდში იგი თავს ვენის ღირშესანიშნაობათა მცირე ზომის ნახატების გაყიდვით ირჩენდა. მისი ანტისემიტიზმი ამ პერიოდში ისეთი სახით არ უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული, როგორც თვითონ წერს “მაინ კამპფში”, ვინაიდან მას ნახატების გაყიდვაში ებრაელი მეზობელი გვარად ჰანიში ეხმარებოდა.
1913 წელს ჰიტლერმა მამის მემკვიდრეობა მიიღო და მიუნხენში გადასახლდა. მიუნხენში ცხოვრების პერიოდში იგი არქიტექტურით და რასისტი მწერლის ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლეინის ნაშრომების კითხვით იყო გატაცებული. ჰიტლერის მიუნხენში გადასვლა განპირობებული იყო აგრეთვე ერთი მიზნით - თავიდან აეცილებინა სამხედრო სამსახური ავსტრია-უნგრეთის არმიაში. მას სურდა გერმანულ-ნაციონალურ არმიაში ემსახურა და ამიტომაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთანავე მოხალისედ ჩაეწერა გერმანიის იმპერიის ბავარიულ არმიაში.

პირველ მსოფლიო ომში

პირველი მსოფლიო ომი ჰიტლერმა დასავლეთის ფრონტზე ბავარიის მე-16 სარეზერვო ინფანტერიის პოლკის (“ლისტის პოლკი”) შიკრიკის მოვალეობაში გაატარა. 1914 წლის 16 აგვისტოს იგი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში და იმავე წლის დეკემბერში მე-2 ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს. 1916 წლის ოქტომბერში ჩრ. საფრანგეთში ბრძოლისას ჰიტლერი ფეხში დაიჭრა და ლაზარეთიდან 1917 წლის მარტში დაუბრუნდა ფრონტს.. 1918 წელს იგი 1-ლი ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს.
ჰიტლერი არმიაში ერთ-ერთ დისციპლინირებულ მებრძოლად ითვლებოდა. მისი ბრმა მორჩილება ოფიცრების მიმართ უკმაყოფილებას იწვევდა თანამებრძოლებში. კონრად ჰაიდენი, ჰიტლერის თანამედროვე ბიოგრაფი წერდა: “ ჩვენ ყველანი ვლანძღავდით მას და ჩვენს რიგებში თეთრი ყვავის ყოლა აუტანლად მიგვაჩნდა.”
1918 წლის 15 ოქტომბერს, ომის დასასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰიტლერი ქიმიური აირით თავდასხმის მსხვეპლი შეიქნა. იგი დროებით ორივე თვალით დაბრმავდა და წინა პომერანიის ქალაქ პაზევალკის ლაზარეთში გადაიყვანეს. ლაზარეთის აქტების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰიტლერის სიბრმავე გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების ფაქტზე მომხდარი ჰისტერიული რეაქციის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში იგი სამხედრო ფსიქიატრის მიერ იქნა გამოკვლეული და ამ უკანასკნელის დიაგნოზით, როგორც ფსიქოპატი, ლაზარეთიდან იქნა გათავისუფლებული.
ჰიტლერის სულიერი მდგომარეობის იდენტურ შეფასებას ვხვდებით ჰაიდენის ნაშრომში, სადაც ეს უკანასკნელი ციტირებას უკეთებს ჰიტლერის ასმეთაურს: “ამ ჰისტერიკს მე არასოდეს არ გავხდი უნტეროფიცერს!” ასე რომ ჰიტლერის ომში არ დაწინაურებას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს მის ავსტრიულ წარმოშობასთან. სებასტიან ჰაფნერის სიტყვებით ბრძოლის ველზე მიღებული ცოდნა “ერთადერთი განათლება” იყო, რომელიც ჰიტლერმა ოდესმე მიიღო.
      

ებრაელთა დევნა

ეუთანაზია

1939 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. «ტ-4 აქციის» შესახებ. ამ ბრძანებით მან ხელი შეუწყო “ეუთანაზიას” ანუ სულიერად და ფიზიკურად დაავადებული მახინჯი ადამიანების განადგურებას, რომელთა არსებობაც, მესამე რაიხის იდეოლოგიური ენით რომ ვთქვათ, “ცხოვრებისათვის არასაჭირო” იყო. «ტ-4 აქციის» რეალიზირება დაევალა “ფიურერის კანცელარიას” და მის ხელმძღვანელს ფილიპ ბოულერს. ბოულერის ბრძანებით ფსიქიატრიული დაწესებულებები, საავადმყოფოები და სამკურნალო სანატორიუმები ადამიანთა ფიზიკურად გასანადგურებელ ბანაკებად იქნა გადაკეთებულნი. მხოლოდ მაშინდელი მესამე რაიხის ტერიტორიაზე 190.000-მდე სულიერად და ფიზიკურად ინვალიდი ადამიანი იქნა მოკლული - მომწამვლელი აირით, საწამლავით, დახვრეტით და შიმშილით.
გერმანიის ორივე ეკლესიის, კათოლიკურისა და პროტესტანტულის წარმომადგენლები - მაგ.: მიუნსტერის ეპისკოპოსი, კარდინალი გრაფი კლემენს აუგუსტუს ფონ გალენი - მკაცრად აკრიტიკებდნენ და ილაშქრებდნენ ეუთანაზიის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ნაცისტებს სააშკარაოზე არ გამოჰქონდათ ისინი პრაქტიკაში მაინც ტარდებოდნენ.

შეიარაღებისა და ექსპანსიის პოლიტიკა


1938 წლის მინხენის გარიგების შემდეგ. მარცხნიდან მარჯვნივ: ჩემბერლენი, დალადიე, ჰიტლერი და მუსოლინი.
ვაიმარის რესპუბლიკის დემოკრატი პოლიტიკოსების მსგავსად ჰიტლერის უპირველესი საგარეო პოლიტიკური ამოცანა ვერსალის ხელშეკრულების გაუქმება იყო. თუმცა, განსხვავებით დემოკრატებისაგან ჰიტლერი ამ მიზნის მისაღწევად ახალ სამხედრო კონფლიქტს დასაშვებად მიიჩნევდა. ახალ ომამდე საქმე არ მისულა. ევროპის სახელმწიფოებმა გერმანიასთან ახალი სამხედრო და ეკონომიკური ხელშეკრულებები გააფორრმეს (მაგ.: ინგლის-გერმანიის საზღვაო ხელშეკრულება, გერმანია-პოლონეთის 1934 წლის თავდაუსხმელობის პაქტი და სხვ.).
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა 1934 წელს, რაინის ოლქის დაკავება 1935 წელს და «რაიხსვერის» ვერსალის ზავის პირობებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტად გაზრდა წარმოადგენდა ზავის პუნქტების უხეშ დარღვევას, თუმც ამას ევროპის ქვეყნების მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია.

ჰიტლერი და მეორე მსოფლიო ომი


ადოლფ ჰიტლერი
ებრაელთა განადგურების გარდა ჰიტლერის მეორე მთავარი ამოცანა იყო გერმანიის მსოფლიო იმპერიად გადაქცევა. ამ მხრივ იგი არა მარტო პირველი მსოფლიო ომის დანაკარგების გაბათილებას, არამედ აღმოსავლეთში უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობას და კოლონიალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ესწრაფვოდა. ჰიტლერის მიზნების განხორციელება სამხედრო კონფლიქტის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ამიტომაც იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა მისთვის. ნაციზმსა და ბოლშევიზმს შორის არსებული გადაულახავი ანტაგონიზმი ხელს უწყობდა კონფლიქტის გამწვავებას და რაკი ჰიტლერის აგრესია ძირითადად სსრკ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თავდაპირველად ფიურერში საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ბუნებრივ მოკავშირეს ხედავდა.
გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წამყვანი პოლიტიკური წრეები გერმანიასთან ომის გარდაუვალობას მიხვდნენ და დაიწყეს კავშირის კაბმა სსრკ-თან. ჰიტლერმა, რომელსაც სურდა თავიდან აეცილებინა ორ ფრონტზე ომი, ყველსათვის მოულოდნელად 1939 წლის 23 აგვისტოს თავდაუსხმელობის პაქტი დადო სტალინთან. ფიურერისათვის ეს პაქტი სხვა არაფერი იყო თუ არა დროის მოგება. იგივე მიზნები ამოძრავებდა სტალინსაც, რომელიც თავის მხრივ გადამწყვეტი ომისათვის ძალების მოკრებას საჭიროებდა. პაქტის შემდეგ ჰიტლერს გზა გაეხსნა საფრანგეთის, ინგლისისა და პოლონეთის წინააღმდეგ საომრად.

ომის დაწყება

ომის მიმდინარეობა

დასასრული ბუნკერში

1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებულმა ჰიტლერმა წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა. 19 მარტს მან გასცა ე..წ. "ნერონის ბრძანება", რომლის მიხედვითაც უკანდახეულ გერმანელ მებრძოლებს ომს გადარჩენილი ინფრასტრუქტურა უნდა გაენადგურებინათ. ფიურერის ამ ბრძანების შესრულებას ხელი შეიარაღების მინისტრმა ალბერტ შპეერმა შეუშალა. 1945 წლის 22 აპრილს ჰიტლერი პანიკაში ჩავარდა, როცა მისთვის ნათელი გახდა დამარცხების გარდაუვალობა. მან საკუთარი შტაბის დიდი ნაწილი გაათავისუფლა და მიუხედავად ბორმანის, კაიტელის და გიოტინგის მრავალჯერადი თხოვნისა უარა განაცხადა ბერლინის დატოვებაზე. თავის შეფ-ადიუტანტს იულიუს შაუბს ჰიტლერმა დაავალა მისი დოკუმენტების და კორენსპონდენციის რაიხსკანცელარიაში, ბუნკერში, მიუნხენში და ობერზალცბერგზე განადგურება.
მომდევნო დღეებში ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნზე და მომდევნო დღეს 30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორივემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.
ფიურერის ბრძანების მიხედვით მისი და ევა ბრაუნის გვამები მარტინ ბორმანმა, ჰიტლერის კამერდინერმა ჰაინც ლინგემ, ადიუტანტმა ოტო გიუნშემ და ფიურერის დავცის რამდენიმე პირმა რაიხსკანცელარიის ეზოში ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ ორმოში მოათავსეს, ბენზინი გადაასხეს, დაწვეს და შემდგომ მიწით დაფლეს. მაისის პირველ რიცხვებში საბჭოთა სპეცჯგუფმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დანახშირებული გვამები ამოთხარეს და რენტგენის სურათების და კბილების სქემის მიხედვით ამოიცნეს. სსრკ გვამების პოვნას ათწლეულების მანძილზე პოლოტიკური მოსაზრებებით საიდუმლოდ ინახავდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 70-იან წლების დასაწყისში ჰიტლერისა და ევა ბრაუნის გვამები, რომლებიც მაგდებურგში ერთ-ერთ საბჭოთა ყაზარმის ეზოში იყო დამარხული, კგბ-ის მაშინდელი შეფის ანდროპოვის ბრძანებით დაფერფლილ იქნა და ფერფლი მდინარე ელბაში იქნა გადაყრილი.


 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A4_%E1%83%B0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

ატილა


ატილა
Eugene Ferdinand Victor Delacroix Attila fragment.jpg




მმართ. დასაწყისი: 434
მმართ. დასასრული: 453
წინამორბედი: რუგილა
მემკვიდრე: ვაჟები
დაბ. თარიღი: თარიღი უცნობია
გარდ. თარიღი: 453
გარდ. ადგილი: პანონია
მეუღლე: ილდიკო, კრეკა და სხვა
შვილები: ერნაკი, დენგიზიქი და სხვები
მამა: მუნძუკი
   ატილა (ლათ. Attila, ბერძნ. Ἀττήλας, გ. 453) — ჰუნების ბელადი 434 წლიდან 453 წლამდე, რომელმაც, თავისი მმართველობის ქვეშ, რეინიდან შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირომდე ბარბაროსული ტომები გააერთიანა.
ატილას სიკვდილიდან ერთი საუკუნის შემდეგ გოთი ისტორიკოსი იორდანი ასე აღწერდა ჰუნების ბელადს:

მეუფეი ყველა ჰუნისა და მმართველი, ერთადერთი მსფლიოსა ზედა, თითქმის მთელი სკვითიის ტომთა გამაერთიანებელი, ღირსი გაოცებისა ბარბაროსთა შორის სახელის გათქმისათვის.“
ჰუნთა მმართველის სახელი ფიგურირებს გერმანულ ხალხურ ეპოსში, საიდანაც ის სკანდინავიურ საგებში გადავიდა. ხალხთა დიდი გადასახლებისას შეთხზულ გერმანელთა ადრეულ თქმულებებში ატილა გერმანელ მეფეთაგან უდიდესად ითვლება .[2]
ატილას დაბადების წელი და ადგილი დღემდე უცნობია. მისი ასაკის დადგენა შეიძლება დიდი ვარაუდით პრისკუს პანიელის 448 წლის აღწერით ატილა იყო წვერიაინი მამაკაცი , რომლის თმას სითეთრე სულ მცირედით შეხებოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარადუდოთ, რომ ატილა უნდა დაიბადებულიყო მეხუთე საუკუნის პირველ ათწლეულში.
    
ატილა - ჰუნთა სასტიკი ბელადი და ჰილდეს შურისძიება
2012, 5 ოქტომბერი, 2:36
image

მე-4 საუკუნეში აზიიდან ( დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორია) დასავლეთისკენ წამოვიდნენ ტომები, რომლებიც ნადირის ტყავით იმოსებოდნენ, იარაღად მშვილდ-ისრები ჰქონდათ, მათი ბრტყელი ცხვირი და აჩეჩილი თმები საზარლად გამოიყურებოდა. ისინი სახურავიან ნაგებობეს არასოდეს აფარებდნენ თავს, დღეს და ღამეს ცხენებზე ატარებდნენ, არასდროს იხდიდნენ ერთხელ ჩაცმულს სანამ ტანზე არ შემოაცვდებოდათ.
ესენი იყვნენ ჰუნები, რომელთაც სათავეში მსოფლიოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე სასტიკი, მაგრამ ჭკვიანი და გამოცდილი ბელადი-ატილა ედგა ( ''ღვთის რისხვა'') - თეთრწვერიანი, განიერი მხრებით, ჩაჭყლეტილი ცხვირითა და კანის საზიზღარი ფერით.

ჰუნებმა დაამარცხეს ალანთა ტომები, დაარბიეს ბალკანეთი. მათი თვით დიდ რომსა და ბიზანტიასაც ეშინოდა. ატილასა და ჰუნთა სისასტიკის შესახებ ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა დასავლეთში.
'''ჩემი ცხენის ნატერფალზე ბალახიც კი არ უნდა ამოვიდეს'' - ასე ამბობდა ბელდანი და ასე ანადგურებდა მძარცველური თავდასხმებით ქალაქებსა თუ სოფლებს.
image
451 წელს ჰუნთა თარეშისგან შეწუხებულმა რომმა ყველა ჯარი გააერთიანა ატილას წინააღმდეგ. ჰუნები ამ მბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ თუმცა ბელადი გადარჩა და საპასუხო დარტყმისთვის ძალებს იკრებდა. ატილა ფაქტიურად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩავიდა რომში და პირდაპირ იმპერატორ ვალენტინიან მესამისკენ გაემართა, რომელიც სუსტი და მშიშარა პიროვნება იყო.
განრისხებულ ბელადთან შესახვედრად რომის იმჟამად უკვე მოხუცებული პაპი, ლეო I გავიდა.
ეს დღე ერთერთი ამოუხსნელი გამოცანაა რომლის პასუხიც ალბათ არასდროს ექნებათ ისტორიკოსებს. პაპთან შეხვედრის შემდეგ ატილამ უბრძოლველად დატოვა რომი. თუმცა სამწუხაროდ ისტორიამ არ შემოგვინახა რომის პაპის სიტყვები . დღემდე გამოცანად რჩება თუ რა უთხრა ლეო I -მა სისასტიკით განთქმულ ჰუნთა ბელადს ისეთი, რომ ატილამ თავის სიცოცხლეში პირველად მოწინააღმდეგეს უბრძოლველად გაეცალა.
მომდევნო წელს ატილა მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ ძლევამოსილი ჰუნებიც დაიშალნენ და სხვა ბარბაროსებში აირივნენ.
....
image
ერთერთი ძველი გერმანული თქმულების თანახმად, მდინარე რაინის პირას იყო ბურგუნდების მდიდარი და ძლიერი სატახტო.
მეზობელ მეფეებს და ტომებს არ ასვენებდათ იმ განძზე ფიქრი, რომელსაც სატახტოში დღე და ღამე იცავდნენ რაინდები.
ბურგუნდების სატახტო ქალაქი - ვირმასი ატილას ყურადღების ქვეშაც მოექცა. ატილამ ეშმაკობით მიაკვლია განძის საცავს, მცველები ამოხოცა და განძსაც დაეპატრონა. აქვე ნახა ბურგუნთა მეფის ასული ჰილდე, მოეწონა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.
ჰილდემ მოსაჩვენებლად თანხმობა განუცხადა.
ერთ დილას, როდესაც გამოსვლა დაგვიანებულ ატილას მცველებმა მიაკითხეს, მკერდგანგმირული ბელადი სისხლში ცურავდა, ჰილდეს კი ამაყად ეპყრა ხელთ მახვილი. მცველებს შეხედა და ასევე ამაყად უთხრა - '' თქვენ ჩემს ხალხს უბედურება მოუტანეთ, დამიხოცეთ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, ჩემი ძმები. მე აღვასრულე ჩემი ვალი ღმერთებისა და ხალხის წინაშე, ახლა შეგიძლიათ დამსაჯოთ''.
ჰილდეს გმირობა ხალხის მეხსიერებაში დარჩა და მოგვიანებით საფუძვლად დაედო ერთერთ ეპიზოდს ძველგერმანულ ეპოსში - ''სიმღერა ნიბელუნგებზე''.
ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ლეგენდაა. რაც შეეხება თავად ატილას სიკვდილს, მის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთერთი ვერსია არის მისი მოწამვლა ცოლის მიერ. სწორედ ეს ვერსია არის გამოყენებული მხატვრულ ფილმში ''ატილა''.


http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/16093-%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%B0%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%B0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/53/user:carpediem:show:channel http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90

ალექსანდრე მაკედონელი

  ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძნ. Μέγας Αλέξανδρος; დ. 20/21 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს ადოლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა. სექციების სია 1 ადრეული ცხოვრება 1.1 განათლება 2 ადრეული სამხედრო კარიერა 2.1 რეგენტობა 2.2 ქერონეიის ბრძოლა 3 ფილიპეს ქორწილი 4 ალექსანდრეს გამეფება 5 ბალკანეთის კამპანია 6 სპარსეთში ლაშქრობა 7 მნიშვნელოვანი თარიღები 8 საინტერესო ფაქტები 9 სქოლიო ადრეული ცხოვრება ალექსანდრე ათვინიერებს ბუცეფალს, ანდრე კასტანის ნამუშევარი ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრის პიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანადგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს. როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა: ვიკიციტატა „მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო“ (ლევან სანიკიძე -ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, გვ.43) ალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს. განათლება ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი. ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს პატივსაცემად ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი.[1] ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელე აქ მათ ასწავლიდათ ფილოსოფიას, მედიცინას, ფიზიკას, მათემატიკას,ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას და ა.შ. ალექსანდრეს არისტოტელეს შესახებ ერთხელ უთქვამს: ვიკიციტატა „მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს“ ადრეული სამხედრო კარიერა რეგენტობა როდესაც ალექსანდრე 16 წლის იყო, ფილიპე ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა და მაკედონიის რეგენტად თავისი შვილი დატოვა. ალექსანდრეს ეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს. მან შეუტია მედების ტომს და აიღო მათი მთავარი ქალაქი. შემდეგ იქიდან გაყარა მოსახლენი და მის ადგილას დააარსა ახალი კოლონია, ალექსანდროპოლისი.[2] ფილიპემ დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე გაგზავნა სამხრეთ თრაკიაში, აჯანყების ჩასახშობად. ბერძნული ქალაქის პერინთუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ალექსანდრემ მამამისი სიკვდილს გადაარჩინა. ამ დროს ქალაქმა ამფისამ დაიწყო აპოლონისთვის შეწირული მიწების დამუშვება, რამაც საშუალება მისცა ფილიპეს ჩარეულიყო საბერძნეთის საქმეებში. თრაკიაში ყოფნის პერიოდში ფილიპემ, ბერძნული ქალაქების მხრიდან თავდასხმის შიშით, ალექსანდრეს დაავალა შექმნა არმია. ალექსანდრემ ეს გამოიყენა ილირიელებზე თავდასასხმელად. ქერონეიის ბრძოლა ფილიპე II მაკედონელს ალყა ჰქონდა შემორტყმული პერინტუსისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქალაქს სპარსეთის იმპერია ამარაგებდა, ალყა მოხსნა და საბერძნეთის დაპყრობა განიზრახა. მან მცირე დრო დაჰყო მაკედონიაში და შემდეგ მოულოდნელად დაიძრა სამხრეთისკენ. ძვ. წ. 338 წლის 2 აგვისტოს ორი არმია ერთმანეთს ქერონეიის ველზე გაუპირისპირდა ერთმანეთს. ფილიპეს მარჯვენა ფლანგი ებარა, ალექსანდრეს მარცხენა. შეუპოვარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა ისე, რომ არცერთ მხარეს უპირატესობა არ მოუპოვებია. შემდეგ ალექსანდრემ იმისათვის, რომ თავისი სიმამაცე და გამბედაობა დაემტკიცებინა შეტევა წამოიწყო თებელებზე. ის პირველი ეკვეთა მტერს. ამ შეტევამ მოწინააღმდეგის რიგებში ხვრელი გააჩინა და არმია ორ ნაწილად დაჰყო. ბერძნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და საბოლოოდ გაქცევით უშველეს თავს. ამ დროს კი ფილიპემ თავისი არმია თავიდან უკან დახია, შემდეგ კი მთელი ძალით ეკვეთა მტერს. ამ მანევრმა ათენელები დააბნია და მათაც უკან დაიხიეს. ალექსანდრემ 3 ათასამდე თბელი ჩაიგდო ტყვედ. აღსანიშნავია, რომ მან გაანადგურა თებელების "საღვთო რაზმი". ბრძოლის შემდეგ ფილიპემ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან ზავი დადო და შექმნა კორინთოს ლიგა სპარსეთის იმპერიიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ფილიპეს ქორწილი პელაში დაბრუნების შემდეგ, ფილიპეს შეუყვარდა მისი გენერლის, ატალოსის ძმისწული და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამის გამო ალექსანდრეს მემკვიდრეობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. ქორწილის დროს მთვრალმა ატალოსმა წამოიყვირა: ვიკიციტატა „მაკედონელებო, შეევედრეთ ღმერთებს, რომ ფილიპეს და კლეოპატრას კანონიერი ტახტის მემკვიდრე შეეძინოთ“ (პლუტარქე, "ალექსანდრე") ამ სიტყვებმა ალექსანდრეს განრისხება გამოიწვია. მან ატალოსს ღვინის ჭიქა ესროლა თავში და უყვირა: „არამზადავ, მე შენ ნაბიჭვარი გგონივარ?“ ამჯერად ამ სიტყვებმა კი მეფე გააღიზიანა. მთვრალმა ფილიპემ ხმალი ამოიღო და ალექსანდრესკენ გაექანა, თუმცა წაიბორძიკა და დაეცა. ამის შემხედვარე ალექსანდრე მამას თავზე დაადგა და თქვა: ვიკიციტატა „შეხედეთ, მეგობრებო, ამ კაცს - ევროპიდან აზიაში, რომ სალაშქროდ ემზადება - სკამიდან სკამამდე ისე ვერ მიუღწევია, ძირს არ გაშხლართულიყო“ (ლევან სანიკიძე - ალექსანდრე მაკედონელი) ამ შემთხვევის შემდეგ ალექსანდრე და ოლიმპიადა წავიდნენ ეპიროსში ამ უკანასკნელის ძმასთან. თუმცა შემდეგ ალექსანდრე ილირიაში გადავიდა. იქ მან ექვსი თვე დაჰყო, შემდეგ კი კორინთელი დემარატოსის შუამდგომლობით მაკედონიაში დაბრუნდა. შემდეგ წელს კარიის სპარსელმა სატრაპმა პიქსოდოროსმა ფილიპეს თავისი შვილი შესთავაზა მისი ვაჟისთვის, არიდაიოსისთვის. ალექსანდრე და ოლიმპიადა შეშინდნენ, რომ ფილიპე აპირებდა არიდაიოსი გაეხადა თავის მემკვიდრედ. ზუსტად ამიტომ ალექსანდრემ ზომები მიიღო, მან კარიაში გააგზავნა მსახიობი თესალუსი, რათა დაერწმუნებინა პიქსოდოროსი, რომ არიდაიოსის ნაცვლად თავისი ასული ალექსანდრესთვის მიეცა. მას შემდეგ, რაც ფილიპემ ეს ამბავი შეიტყო, განრისხდა, ალექსანდრეს მიუვარდა და გაკიცხა ის. პლუტარქეს მიხედვით, ფილიპემ ალექსანდრეს ოთხი მეგობარი,ჰარპალუსი, ნეარხუსი, პტოლემაიოსი და ერიგიუსი მაკედონიიდან გაყარა, კორინთოელებს კი უბრძანა, რომ თესალუსი მისთვის გადმოეცათ. ალექსანდრეს გამეფება პაუსანია კლავს ფილიპეს "როდესაც თეთრმოსასხამიანი ფილიპე გამოჩნდა, თეატრში ყველა ადგილი დაკავებული იყო. მისი ბრძანების გამო მცველი მას მხოლოდ დისტანციაზე მოჰყვებოდა. ფილიპეს ამით ხალხისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის დაცული იყო ყველა ბერძენის კეთილგანწყობით და რომ მისი უსაფრთხოება არ საჭიროებდა შუბოსნების რაზმს. მაგრამ უეცრად მეფისადმი მოწყობილი შეთქმულება გამოაშკარავდა, ფილიპესთვის მიყენებული სასიკვდილო დარტყმის საშუალებით." დიოდორე სიცილიელი აღწერს ფილიპეს სიკვდილს."ისტორიის ბიბლიოთეკა" წიგნი XVI ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა. გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი ჯარის თითქმის მუდმივი წვრთნა, რადგან აჯანყებები მოსალოდნელი იყო, როგორც ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც თავისი არმიით მცირე აზიაში იმყოფებოდა პარმენიონის არმიასთან ერთად. ატალუსს მიმოწერა ჰქონდა დემოსთენესთან, რომელიც ათენელების აჯანყებას ედგა თავში, თუმცა შემდეგ ატალუსმა აზრი შეიცვალა და ისევ ალექსანდრეს მიემხრო. ამის მიუხედავად მეფემ ის არ შეიწყალა და სიკვდილით დასაჯა. ამ პერიოდშივე მოკლეს ფილიპეს ბოლო ცოლი კლეოპატრა და მისი ახალშობილი შვილი (ამ მკვლელობასთან ხშირად ოლიმპიადას აკავშირებენ). ბერძნულმა პოლისებმა კორინთოს კონგრესი გააუქმეს. ამას ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა. თავისი არმიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა. შემდეგ დიპლომატიითა და დაშინებით აჯანყებებიც ჩაახშო. ბოდიშის მოხდა მოუწია ათენსა და თებესაც. ალექსანდრემ კორინთოს კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა, სპარტის გამოკლებით. ალექსანდრე კონგრესის ჰეგემონად გამოცხადდა. ბალკანეთის კამპანია სანამ ალექსანდრე თავის მთავარ ჩანაფიქრს, აზიაში შეჭრას განახორციელებდა, მას მაკედონიის ჩრდილოეთი საზღვრებისთვისაც უნდა მიეხედა. ძვ. წ. 335 წლის გაზაფხულზე მან ჩრდილოეთით ლაშქრობა წამოიწყო. თავდაპირველად ის თრაკიაში შეიჭრა, რომ ტრიბალების და ილირიელების აჯანყება ჩაეხშო. აქ მას შეუერთდნენ ცოტაოდენი თრაკიელი მოკავშირეები. ალექსანდრეს პირველი შეტეკება, ჰემოსის მთებში (დღევანდელი სტარა-პლანინა), თრაკიელების გარნიზონთან მოუვიდა და ისინი დაამარცხა.[8] სპარსეთში ლაშქრობა ძვ. წ. 334 წლის მაისში ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა თავისი არმით. პლუტარქე გვამცნობს, რომ ალექსანდრეს არმიის რაოდენობა სხვადასხვა წყაროების მიხედვით 34,000-დან 46,000 მეომრამდე მერყეობს.მაკედონიაში ალექსანდრემ თავისი გენერალი ანტიპატრე დატოვა 12,000 ქვეითით და 1,500 კავალერისტით. მნიშვნელოვანი თარიღები ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა. ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი. ძვ. წ. 334 : ივნისში, გრანიკოსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი. ძვ. წ. 333 : ისოსის ბრძოლა. მან გადაჭრა გორდიას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი. ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გავგამელის ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში. ძვ. წ. 331 : გავგამელის ბრძოლა. ალექსანდრემ მესამედ დაამარცხა დარიოსის ჯარი. ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი. ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები. ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში. ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო ”სოგდიის კლდე”, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო. ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდზანს არ გაგრძელებულა. ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია. ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუსაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიოს III-ის ქალიშვილზე - სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არცერთი წყაროთი არ დასტურდება). ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა მძიმე დაავადების გამო. საინტერესო ფაქტები ალექსანდრე მაკედონელს მეგობრებმა ჰკითხეს, ოლიმპიურ თამაშებზე სირბილში ხო არ მიიღებ მონაწილეობასო? -"სიამოვნებით"-მიუგო ალექსანდრემ-"თუკი ჩემი მოწინააღმდეგენი მეფეები იქნებიან". მაკედონიაში ხშირად მოდიოდა ამბავი, ფილიპემ ესა და ეს ქალაქი აიღო და კიდევ ერთ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვებაო. ალექსანდრე მაკედონელი ამ ამბებს მოღუშული ისმენდა და მეგობრებს ეუბნებოდა:"ყმაწვილებო, მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს თქვენთან ერთად საგმირო და ბრწყინვალე საქმეები რომ ჩავიდინო". ქალაქ გორდიასში ეტლზე შეკრული იყო ძალზე დახლართული კვანძი, რომელსაც გორდიასის კვანძს გახსნის, მთელი აზიის მბრძანებელი გახდებაო. ბევრი შეეცადა მის გახსნას, მაგრამ ამაოდ. ვერც ალექსანდრემ შეძლო ამის გაკეთება. მაშინ იძრო მახვილი და გაჭრა კვანძი. უდაბნოში გადასვლისას მაკედონელი მეომრები წყურვილისგან იტანჯებოდნენ. მეფისათვის ცოტაოდენი წყალი იშოვეს. მან წყალი არ დალია და თქვა:"თუ მარტო მე დავლევ, ჩემი მხლებლები მხნეობას დაკარგავენ" ალექსანდრეს არ სწამდა თავისი ღმერთობა და არც ამაყობდა ამით. მისი ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ გავრცელებულ აზრს იგი იყენებდა როგორც საშუალებას სხვა ხალხების დასამორჩილებლად. ალექსანდრე მაკედონელის საფლავს ამკობდა ეპიტაფია:’’ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო.’’                                

Tuesday, January 14, 2014

სტალინი

  

ადრეული ბიოგრაფია

დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში. 1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კ. მარქსის, ფ. ენგელსის, ვ. ი. ლენინის, გ. პლეხანოვის შრომები.

"მესამე დასი"

სტალინი იყო "მესამე დასის" წევრი, ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების "ბრძოლის", "პროლეტარიატის ბრძოლის", "ბაკინსკი პროლეტარიატის", "გუდოკის", "ბაკინსკი რაბოჩის" გამოცემაში, იყო 1905-07 რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ-ის შექმნის დღიდანვე მხარს უჭერდა რევოლუციური მარქსისტული პარტიის განმტკიცების ლენინურ იდეას, იცავდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ბოლშევიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას, იყო ბოლშევიზმის მტკიცე მომხრე, აკრიტიკრბდა მენშევიკებისა და ანარქისტების ოპორტუნისტულ ხაზს რევოლუციაში. რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფოსში (1905), სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს, რსდმპ IV (1906) და V (1907) ყრილობების დელეგატი. იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1912 რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912-13 მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში "ზვეზდა" და "პრავდა". მონწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა "კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის" ოპორტუნისტული პროგრამა. ეს შრომა ვ. ი. ლენინმა დადებითად შეაფასა. 1913 თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.
 
იოსებ სტალინი შემთხვევას არ უშვებდა, რომ უცხოეთიდან ჩამობრძანებული პოლიტიკოსებისა თუ დელეგაციებისთვის არ გაეცნო საქართველო. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც საფრანგეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, ტეროზი, 1951-1952 წლებში მოსკოვში ჩამობრძანდა დასასვენებლად და სამკურნალოდ. ავადმყოფობის პერიოდში იგი რამდენჯერმე მოინახულა ბელადმა. როგორც მოლოტოვი იხსენებს, გამოჯანმრთელების შემდეგ ბელადი კიდევ შეხვდა ფრანგ სტუმარს. მათ კარგა ხანს ისაუბრეს. ბოლოს საუბარი საქართველოზეც ჩამოვარდა. – თქვენ ცხადია, ერთხელაც არ ხართ ნამყოფი საქართველოში, ამხანაგო ტეროზ, არ გსურთ იქ ჩასვლა? – ჰკითხა სტალინმა ფრანგ სტუმარს. – მოვინახულო ის ქვეყანა, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ? სიმართლე გითხრათ, ჩემი დიდი ოცნებაა, – იყო პასუხი. – თუ ასეა, ხელს რა გიშლით? – დაინტერესდა საბჭოთა ბელადი. – ჯანმრთელობის გარდა – არაფერი, – უთხრა მან. – ექიმებს და ჩემს თვალებსაც თუ დავუჯერებთ, ამხანაგო ტეროზ, იმდენად კი ხართ გამოჯანმრთელებული, რომ საქართველოში ჩასვლას გაუძლოთ. ჩაბრძანდით იქ და, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქართველები ჩინებულ მასპინძლობას გაგიწევენო. ამ საუბრის შემდეგ ტეროზმა მართლაც იმოგზაურა საქართველოში, სადაც საკმაო ხანი დაჰყო. საქართველოდან დაბრუნების შემდეგ კვლავ შედგა საბჭოთა ბელადისა და ფრანგი სტუმრის შეხვედრა. ტეროზი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო. აქებდა ქართულ ჭედურ ხელოვნებას, აღტაცებული იყო მხატვრობით, განსაკუთრებით კი – ნიკო ფიროსმანით, თბილისით, ფუნიკულიორით… – ძალიან კარგი, – კმაყოფილი სახით სთქვა სტალინმა, – მაშ, მოდი, საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთ. – დიდი სიამოვნებით შევსვამ საქართველოსა და ქართველი ხალხის სადღეგრძელოს! – ამ სიტყვებით ტეროზმა ღვინით სავსე ჭიქა ასწია და ფეხზე წამოდგა. – ბრძანდებოდეთ, ფეხზე დგომა არ არის საჭირო, – აღნიშნა სტალინმა. – არა, ამხანაგო სტალინ, ნება მიბოძეთ, ამ შემთხვევაში არ დაგემორჩილოთ. ბელადმა წინააღმდეგობა აღარ გაუწია. ფრანგმა სტუმარმა სადღეგრძელოში ჩამოაყალიბა ყველაფერი რაც, კი რამ გაგონილი ჰქონდა საქართველოს შესახებ; მოგზაურობის დროს როგორ მოიხიბლა ამ ქვეყნით, მისი სტუმართმოყვარეობით, კულტურით, ისტორიით, „ვეფხისტყაოსნით“. იდიდოს და იდღეგრძელოს ქართველმა ერმაო, – თქვა ბოლოს და ჭიქა მოიყუდა. ხოლო, როდესაც გამოცალა, სასმისი ამოატრიალა და თქვა: ასე მტერი და ორგული დაეცალოს საქართველოსა და ქართველებსო. „ამინ“! – თქვა სტალინმა და აღნიშნა: ასე, ფეხზე წამოდგომით, განსაკუთრებულ სადღეგრძელოს სვამენ საქართველოში და სასმისში ერთ წვეთსაც არ ტოვებენო. – მეც საქართველოში მასწავლეს, ამხანაგო სტალინ, საფრანგეთში ჯერ არ იციანო, – უპასუხა ტეროზმა. მრავალი მაგალითი მოიძებნება იოსებ სტალინის ბიოგრაფიაში, თუ როგორ უწევდა იგი საქართველოსა და ქართველ ხალხს, მათ ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებს პროპაგანდას. იალტის კონფერენციის მსვლელობისას, დიდი სამეულის ერთ-ერთ მორიგ სადილზე, სტალინმა ქართული მშრალი ღვინო შეაქო, შემდეგ კი მიუბრუნდა რუზველტსა და ჩერჩილს და ჰკითხა: იცით, რა არის ჭაჭის არაყი? რა თქმა უნდა, რუზველტსა და ჩერჩილს გაგონილიც არაფერი ჰქონდათ ჭაჭის არყის შესახებ. – ქართული ჭაჭის არაყი საუკეთესოა ყველა არყებს შორის, თუმცა, მე არ ვსვამ, – მსუბუქი მშრალი ღვინის მოყვარული უფრო ვარ, – მიუგო სტალინმა. ამ სადილის შემდეგ ჩერჩილი ძალიან დაინტერესდა ქართული ჭაჭის არყით: – როდის გავსინჯოთ ქართული არაყი? – ჰკითხა მან სტალინს. იოსებ სტალინმა აღუთქვა, რომ უახლოეს დღეებში შეეცდებოდა, სტუმრებისთვის გაესინჯინებინა ქართული არაყი. მეორე დღეს, მართლაც, გადასცეს ჩერჩილსა და რუზველტს სტალინისაგან გაგზავნილი ქართული არაყი – ჭაჭა. საბჭოთა ხელისუფლება ეჭვითა და, შეიძლება ითქვას, ზიზღითაც კი იყო განწყობილი დიდი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის მიმართ. 1926 წელს იგი აიძულეს, გადამდგარიყო მის მიერ დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობიდან, ოღონდ, ამ ყველაფერს ოფიციალურად სხვა სახე მისცეს, რის მიხედვითაც დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა თითქოს და, ავადმყოფობის გამო დატოვა თანამდებობა. ოცდაათიან წლებში ჯავახიშვილი დაუნდობლად გააკრიტიკეს, მიწასთან გაასწორეს და, შეიძლება ითქვას, იდეოლოგიურად ჩაქოლეს. მოგვიანებით კი, მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისრის მოადგილეს, ლავრენტი ბერიას მოახსენეს უნივერსიტეტში დიდი არალეგალური ორგანიზაციის „აღმოჩენის“ შესახებ, რომელშიც ვკითხულობდით: „ძიების ყოველმხრივ შემოწმებული მასალებით დადგენილია, რომ იდეოლოგი და შთამაგონებელი ამ კონტრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციისა, მთელი მისი ანტისაბჭოთა საქმიანობის განმავლობაში, გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც თავის გარშემო შეაკოწიწა ქართული ინტელიგენციის ყველაზე რეაქციულად განწყობილი ნაციონალური ნაწილი. კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის რიგი დაპატიმრებული მონაწილე ხელმძღვანელობის ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, არის რა დაკავშირებული ფაშისტური გერმანიის მთავრობის წევრებთან, ახორციელებს აქტიურ საჯაშუშო საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. დაბოლოს… კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის დაპატიმრებულმა ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა, სავსებით დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ.“ დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, ვიღაცამ მოახერხა და ივანე ჯავახიშვილის ამბავი აცნობა იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი კრემლიდან თითი დაუქნია – ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და სუკის ჯურღმულში სიკვდილს. საბჭოთა ბელადის ამ ცნობილი ჩარევის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის გარშემო საბოლოოდ დათბა სიტუაცია. ამის გამოხატულება იყო, თუნდაც 1939 წლის იანვარში დიდი ისტორიკოსის არჩევა აკადემიკოსად. როგორც ცნობილია, იოსებ სტალინთან ყოველთვის წინასწარ შეჰქონდათ ხელმოსაწერად სტალინური პრემიით დასაჯილდოებელთა სია. ერთხელ მან ვერ აღმოაჩინა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი პირველი ხარისხის პრემიაზე წარდგენილთა სიაში. როდესაც სტალინმა იკითხა, თუ რატომ მოხდა ასე, უპასუხეს: კენჭისყრისას ხმა არ ეყოთო. ჩემი ხმა თუ ეყოფაო, – უკითხავს ორაზროვნად სტალინს. ასე მიენიჭა სახელოვან ქართულ ანსამბლს პირველი ხარისხის პრემია. მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებიდან თბილისი იყო პირველი, სადაც მეტროს გაყვანას შეუდგნენ. ეს, რა თქმა უნდა, იოსებ სტალინის ბრძანებით მოხდა. 1953 წელს, დიდი ბელადის გარდაცვალების შემდეგ, მოხდა მისი კონსერვაცია – ხრუშჩოვმა საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელს გაბრაზებითა და ღვარძლიანად უთხრა: რად უნდა თბილისს მეტროპოლიტენიო და მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვა იმ მოტივით, რომ „ქართველები განებივრებულები არიანო“ – ასე მიაჩნდა მას და ხშირადაც იმუქრებოდა: შეგიცვლით მდებარეობას, ვაგონებს ჩაგიყენებთ და ჩრდილოეთში მიგაბრძანებთო. მიუხედავად იმისა, რომ თვალი კვლავ ბევრს უჭირავს, საქართველოს მდებარეობა დღემდე არ შეცვლილა. რაც შეეხება საკითხს, მართლა ანებივრებდა თუ არა სტალინი საქართველოს და საერთოდ, ახსოვდა თუ არა მას თავის სამშობლო, ამაზე ისტორიკოსთა აზრი დღემდე ორად იყოფა.

გადიდებული რუკის ნახვა http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91_%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98 http://ucnauri.com/101093/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98/